საქართველოს მთავრობის
დადგენილებით პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება.
სამოქალო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კი, დღესდღეობით ამ მომსახურების ღირებულება 50 ლარია.
ტარიფები იცვლება სხვა მომსახურებაზეც. მაგალითად, თუ დღეს სპეციალური სარიტუალო მომსახურება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, 1-ელი აგვისტოდან 225 ლარის გადახდა მოგიწევთ. სხვა ნებისმიერ დღეს, შაბათ-კვირის გარდა კი, 135 ლარის.
შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება (იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის მიმდებარედ) ქორწინების (რიტუალის ჩატარება) 255 ლარი ეღირება. დღეს კი ეს მომსახურება 170 ლარი ღირს.
საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2022 წლის 18 ივლისს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები