რეგიონი
შსს-ში გამართულ შეხვედრაზე „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ -ის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ეკონომიკისა და ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებთან და სვანეთის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს და ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჰიდროელექტროსადგურები მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ.

„ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. სახელმწიფო, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს განვითარებას და მშენებლობის უწყვეტ წარმართვას და მეორე მხრივ, ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა არ შედგებოდა“, - აღნიშნა საბანაძემ.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.

„მშენებარე ჰესების საკითხს საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის მედიატორის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი წარიმართოს მთავრობასა და მოსახლეობას შორის ეფექტური, მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სვანეთში ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მათ აქცია არაერთხელ გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს.



კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე ”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება.

ამავე თემაზე:

“სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ რეგიონის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას ითხოვს

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზუგდიდში, დადიანის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე ჩაის სახლი (კაფე
22:08 / 22.06.2018
ზუგდიდში, დადიანის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე ჩაის სახლი (კაფე "ალერტი") მამაკაცმა დააყაჩაღა. თვითმხილველის ინფორმაციით,
კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები, რომელთა რაოდენობა 2000-ზე
მეტია მეგრულ-ლაზური ტიპის ჯარგვალი ვერ
19:17 / 22.06.2018
კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები, რომელთა რაოდენობა 2000-ზე მეტია მეგრულ-ლაზური ტიპის ჯარგვალი ვერ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
18:13 / 22.06.2018
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე
ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“- ის მშენებლობა
17:40 / 22.06.2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“- ის მშენებლობა
ოჩამჩირეში რეპატრიანტების განთავსების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. დე
ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა და ოჩამჩირის
17:32 / 22.06.2018
ოჩამჩირეში რეპატრიანტების განთავსების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. დე ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა და ოჩამჩირის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის
შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე ზუგდიდში 3 პირი დააკავა.
13:16 / 22.06.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე ზუგდიდში 3 პირი დააკავა.
რუხის სავაჭრო ცენტრში ნეკა სებისკვერაძის კონცერტი გაიმართა რომელიც
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ა(ა)იპ „1
ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული
10:44 / 22.06.2018
რუხის სავაჭრო ცენტრში ნეკა სებისკვერაძის კონცერტი გაიმართა რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი -
დასუფთავება და ეკალ-ბარდებისგან გაწმენდა დასრულდა.
15:09 / 21.06.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - დასუფთავება და ეკალ-ბარდებისგან გაწმენდა დასრულდა.
ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს სასამართლომ აღკვეთის
ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ
რადიო
13:33 / 21.06.2018
ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის
მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული
პირების კუთვნილი ავტომობილების
12:09 / 21.06.2018
მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების
მოქალაქეების აზრი
"ქართული ოცნების" დაპირებები, რომლებიც, მოქალაქეების აზრით, არ შესრულდა - გამოკითხვა (ვიდეო)
04 / ივნისი 2018
გახსენდებათ თუ არა რომელიმე წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა - ამ კითხვით რადიო "ათინათმა"
მოიმატა თუ არა კრიმინალმა რეგიონში - ზუგდიდელების აზრი (ვიდეო)
14 / მაისი 2018
ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე მოქალაქეებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მოიმატა თუ არა კრიმინალის დონემ რეგიონში
დღის სიახლეები
22 / ივნისი 2018
Повседневность, медиа, культурное наследие – все что актуально для наших общественностей - в эфире Радио "Атинати" – в понедельник среду и пятницу.
22 / ივნისი 2018
ზუგდიდში, დადიანის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე ჩაის სახლი (კაფე "ალერტი") მამაკაცმა დააყაჩაღა. თვითმხილველის ინფორმაციით,
22 / ივნისი 2018
კერძო კოლექციაში დაცული ექსპონატები, რომელთა რაოდენობა 2000-ზე მეტია მეგრულ-ლაზური ტიპის ჯარგვალი ვერ
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ ,,ქართული ოცნების’’ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.