რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეში კოცონის დანთებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული სატყეო სააგენტო ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.

„სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცე¬ულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხან¬ძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კე¬რი¬დან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად კი, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, დაჯარიმდება ასიდან ორას ლარამდე.

ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ან მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,მანუს’’ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გთავაზობენ სალონური მომსახურების სრულ პაკეტს ქალისა და მამაკაცისთვის. მომხმარებელს აქ შეუძლია მაღალი ხარისხის შემდეგი სახის
18:51 / 19.10.2018
,,მანუს’’ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გთავაზობენ სალონური მომსახურების სრულ პაკეტს ქალისა და მამაკაცისთვის. მომხმარებელს აქ შეუძლია მაღალი ხარისხის შემდეგი სახის
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ამ წუთებში ხვდება. 
17:32 / 19.10.2018
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ამ წუთებში ხვდება. 
მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.ისინი ამბობენ, რომ სექტემბრის თვის თანხა 15 ოქტომბერს უნდა
13:24 / 19.10.2018
მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.ისინი ამბობენ, რომ სექტემბრის თვის თანხა 15 ოქტომბერს უნდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები
13:17 / 19.10.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში,
18:01 / 18.10.2018
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში,
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაკიფარში X საუკუნის წმ. გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
17:17 / 18.10.2018
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაკიფარში X საუკუნის წმ. გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
17:10 / 18.10.2018
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "აილენდის" კლასის ორი ხომალდი, „დიოსკურია" და „ოჩამჩირე" გადასცა. ორივე ხომალდი თანამედროვე
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მესტიაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას, როგორც პარლამენტის
16:07 / 18.10.2018
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მესტიაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას, როგორც პარლამენტის
საქართველოს პრეზიდეტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა. მას ადილობრივები ცეკვით შეხვდნენ და თაიგულები გადასცეს.
15:40 / 18.10.2018
საქართველოს პრეზიდეტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა. მას ადილობრივები ცეკვით შეხვდნენ და თაიგულები გადასცეს.
რუსეთის სანიტარიულმა უწყებამ აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქციის ხელბარგით რუსეთის ფედერაციაში შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა.
12:38 / 18.10.2018
რუსეთის სანიტარიულმა უწყებამ აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქციის ხელბარგით რუსეთის ფედერაციაში შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა.
არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი: არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის ®️
20 / ოქტომბერი 2018
„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის.
გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა (ვიდეო)
20 / ოქტომბერი 2018
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. ვაშაძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სლოგანი ძალა
მოქალაქეების აზრი
ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
04 / ოქტომბერი 2018
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. რადიო "ათინათი" დაინტერესდა, აქვთ
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
22 / აგვისტო 2018
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე- ამ კითხვით  რადიო „ათინათმა“
დღის სიახლეები
20 / ოქტომბერი 2018
ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის
20 / ოქტომბერი 2018
ვაკის ამრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი შვილი
20 / ოქტომბერი 2018
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
არქივი
გამოკითხვა
ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდი ხმას?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.