რეგიონი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი ზუგდიდელები“ განცხადებას ავრცელებს
ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი ზუგდიდელები" სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის წევრების მტკიცებით, ისინი არცერთი პარტიის მხარდამჭერები არ არიან და მათ რიგებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული.

მათ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრს პეტრე მირცხულავას მეგის და ლევან ქარდავებთან მეგობრობა
"შეახსენა".

რადიო "ათინათი" გთავაზობთ " სამართლიანი ზუგდიდელების" განცხადებას:

"სამართლიანი ზუგდიდელების კრიმინალებთან გაიგივების მცდელობა ჩაფლავდა. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ორგანიზაციის კრიმინალურ დაჯგუფებად მონათვლის მცდელობა არავის გამოუვა რადგან საქმე გვაქვს საზოგადოებრივ გაერთიანებასთან, რომლის წევრებიც არიან: ექიმები, მუსიკოსები, ინჟინრები, პოლიციელები და ყველა ვისაც აღელვებს ზუგდიდი. გავაგრძელოთ იმით, რომ წარსულში ნასამართლევი პირების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა თანამედროვე სამყაროს პრიორიტეტია. გასაგებია ჩვენ მიმართ ენმ-ს ლიდერების ანტიპათია, რადგან სწორედ მათ ინტერესებში არ შედის პროგრესი და წარსულისკენ გვექაჩებიან. იმ ლოგიკასაც ვერ ვხვდებით, თუ რატომაა წარსულში ნასამართლევი ადამიანების ოჯახის წევრობა კრიმინალი, მაგრამ ზუგდიდი ყველას გასცემს ღირსეულ პასუხს", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძე "სამართლიანი ზუგდიდელების" დაფუძნებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მათ "ძველი ბიჭების საზოგადოება" უწოდა.

"განა რა, ბიჭებო, თქვენ შემოგევლოთ ჩემი ზუგდიდელობა. სულ არ მაინტერესებს თქვენი წარსული და აწმყო, მაგრამ პოლიტიკაში რომ შემოდიხართ, მზად უნდა იყოთ, რომ გაგიხსენებენ. და რაც ყველაზე სასაცილოა ამ ისტორიაში, პეტრე მირცხულავა იგივე ტუკა, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია, მეგის და ლევან ქარდავების უახლოესი მეგობარი იყო ეგ "9 წელი" და დღეს სისხლიან რეჟიმს რომ აპროტესტებს, აი, ღმერთო, ჩამოდი უნდა გელაპარაკო. მაგრად ყარხართ "ქართული ოცნება!", - წერს წითლიძე.

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი ზუგდიდელები" 22 ნოემბერს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებლები მოქალაქეები პეტრე მირცხულავა, ჯუანშერ ხობელია და ალექსანდრე მინჯორაია არიან. მათი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ერთგვარ სამოქალაქო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც უსამართლობასთან მებრძოლ მოქალაქეებს აერთიანებს.

ამავე თემაზე:

"სამართლიანი ზუგდიდელები" - ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია უსამართლობის წინააღმდეგ (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გადაცემის თემა: პროგრამის
12:24 / 26.12.2018
გადაცემის თემა: პროგრამის "მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" მიმდინარეობა.

გადაცემის სტუმარი: ფონდის "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" წარმომადგენელი ივეტა როდინაია და ასოციაცია "ათინათის" აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა.

წამყვანი: სოფო ხუბულავა

{{VIDEO}}

გადაცემა მომზადებულია პროგრამის "მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში. პროექტის განმახორციელებლი ლიდერი ორგანიზაციაა ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ. ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
16 / იანვარი 2019
ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ჭალადიდში, აფეთქების შედეგად გაგრის რაიონში მამაკაცი დაშავდა, ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
16 / იანვარი 2019
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათ საცხოვრებელი გარემოს
არქივი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.