ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებებში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე ისევ განიხილეს
12 დეკემბერს  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა, რომელის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე გაკეთდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი
 არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე გაკეთდა და კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება.

„ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.  საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის აუცილებლობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა წარმოადგენს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ და განუყოფელ კომპონენტებს. მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება. ვრცლად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. 



Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერნეტსივრცეში უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის
17:13 / 15.01.2019
ინტერნეტსივრცეში უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე წუხელ სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დროს წაიკითხეს. რადიო
11:13 / 07.01.2019
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე წუხელ სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დროს წაიკითხეს. რადიო "ათინათი" ეპისტოლეს ტექსტს უცვლელად
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე გრიპი,
12:31 / 14.12.2018
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე გრიპი,
ზუგდიდში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 17 მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის თემა „საარსებო წყაროები და
11:26 / 14.12.2018
ზუგდიდში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 17 მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის თემა „საარსებო წყაროები და
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ბოლო 10 თვის განმავლობაში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს. ეს მაჩვენებელი წინა
16:21 / 12.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ბოლო 10 თვის განმავლობაში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს. ეს მაჩვენებელი წინა
2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიას 2019 წლის იანვრიდან სკოლებში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ისწავლიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ სკოლებში ამ ახალი
11:58 / 06.12.2018
2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიას 2019 წლის იანვრიდან სკოლებში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ისწავლიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ სკოლებში ამ ახალი
საქართველოდან თხილის ექსპორტი შემცირდა და წლიურმა ზარალმა 120 მილიონი დოლარი შეადგინა.  East fruiT-ის ექსპერტების შეფასებით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, თხილის ექსპორტი
13:28 / 05.12.2018
საქართველოდან თხილის ექსპორტი შემცირდა და წლიურმა ზარალმა 120 მილიონი დოლარი შეადგინა.  East fruiT-ის ექსპერტების შეფასებით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, თხილის ექსპორტი
გადაცემის თემა: პროექტის,
14:26 / 26.11.2018
გადაცემის თემა: პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად", ფარგლებში შიდა ქართლში ჩატარებული კვლევები. 
შს სამინისტრის გიორგი გახარიას განცახდებით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია. რაც მინისტრის გნმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა
13:30 / 25.11.2018
შს სამინისტრის გიორგი გახარიას განცახდებით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია. რაც მინისტრის გნმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში ახლად დაფუძნებული ქალთა კლუბის წევრები დღეს კორპორაცია „ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებას ესტუმრნენ. მათ ახალშობილებს და დედებს ყვავილები
15:07 / 23.11.2018
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში ახლად დაფუძნებული ქალთა კლუბის წევრები დღეს კორპორაცია „ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებას ესტუმრნენ. მათ ახალშობილებს და დედებს ყვავილები
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
16 / იანვარი 2019
ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ჭალადიდში, აფეთქების შედეგად გაგრის რაიონში მამაკაცი დაშავდა, ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
16 / იანვარი 2019
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათ საცხოვრებელი გარემოს
არქივი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.