სარეკლამო მასალა
კლინიკა მედი 20 წლის გახდა! ®️
კლინიკა „მედი“-მ 20 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც შეკვეთილში, ახლად გახსნილ კურორტ „მაგნიკა“-ში გაიმართა. კურორტი „მაგნიაკა“ საერთაშორისო კლინიკათა ქსელი „მედიესტიკი“-ს დამფუძნებლების, მარინა და გიორგი მჭედლიძეების მორიგი წარმატებული პროექტია, რომელიც კაპროვანი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა.

შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ლოკაციაზე მდებარე ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო 42 თანამედროვე, მაღალი სტანდარტების ნომრებითა და 35 მეტრიანი საცურაო აუზით საუკეთესო გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ადგილია. გარდა ამისა, კურორტის ტერიტორია გათვლილია ულამაზესი ღონისძიებების დასაგეგმად და რაღა თქმა უნდა კლინიკა „მედი“-ს უმნიშვნელოვანესი თარიღი, 20 წლის იუბილე, სწორედ ამ არაჩვეულებრივ ადგილას გაიმართა.

იუბილეს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს, ასევე პრაღისა და პეტერბურგის კლინიკათა ქსელი „მედიესთეტიკის“ წარმომადგენლები. საღამო გახსნილად გამოაცხადეს კლინიკის დამფუძნებლებმა მარინა და გიორგი მჭედლიძეებმა და მადლობა გადაუხადეს თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთთვის, ერთგულებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მათი თქმით კლინიკის წარმატების უმთავრესი მიზეზია. საღამო დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ ექიმებს კლინიკა მედის გენერალურმა დირექტორმა, ლია სონიშვილმა ჯილდოები გადასცა.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სპეცილურად ამ დღისთვის გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „20 წელი ლიდერულ პოზიციაზე“. ფილმში ნაჩვენები იყო საერთაშორისო კლინიკათა ქსელის წარმატების გზა, რომელმაც 20 წლიანი ისტორია შექმნა. ფილმის ჩვენების შემდეგ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა სპეციალურად კლინიკა მედისთვის შქმნილი ჰიმნი შეასრულა.

საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა რომელშიც მონაწილეობდნენ: ნოდიკო ტატიშვილი, არა ერთი კონკურსის გამარჯვებული ჩეხი მომღერალი ლადისლავ ბუბნარი, ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლი და სხვები. საღამო ულამაზესი ტორტის გაჭრით და დაუვიწყარი ფოერვერკით დასრულდა.

კლინიკა „მედი“ საქართველოში ყველაზე დიდი ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრია, კლინიკების ფართო ქსელით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და ულტრათანამედროვე აპარატურით. 20 წლის განმავლობაში, მუდმივად ლიდერულ პოზიციაზე, კლინიკა მედი დღეს საქართველოს მასშტაბით 20 ფილიალით არის წარმოდგენილი. აქედან ერთი სათაო კლინიკა თბილისში, კოსტავას 52 ნომერში, 10 ფილიალი თბილისის სხვადასხვა უბნებში და 9 ფილიალი საქართველოს დიდ რეგიონებში (რუსთავი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი, ფოთი, ხაშური და ახალციხე). კლინიკის ყველა ფილიალში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა.
კლინიკაში წარმოდგენილია ესტეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის სრული სპექტრი:

კოსმეტოლოგია
პლასტიკური ქირურგია
სტომატოლოგია
ესთეტიური გინეკოლოგია
სარეაბილიტაციო ცენტრი (ფიტნეს დარბაზი, აკვა აერობიკა, სპა ცენტრი) 


Print Email
FaceBook Twitter

კლინიკა მედის წელს 20 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, უამრავ საჩუქარს და ფასდაკლებას უკეთებდა ერთგულ პაციენტებს. საიუბილეო წლის ბოლო თვეს კი კლინიკა უპრეცედენტო შეთავაზებებს გვპირდება.

წალენჯიხაში „ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც მათი ოფისის მიმდებარედ ერთი წელია ცხოვრობს,  ხის სახლი დაუდგეს.
იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი,
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.