ახალი ამბები
პატრიარქი - მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ
მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ "ჟამი ახლოს არისო ამბობენ", მაგრამ მე ვიტყვი რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა სიმშვიდე აუცილებელია და დღეს „ჩვენ სიმშვიდე“ გვაკლია, რადგან „არეულები ვართ თანამედროვე ცხოვრებაში“.

"დღეს არის სხვა წმინდანებთან ერთად ხსენება წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის, "მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი". სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ "ჟამი ახლოს არისო ამბობენ", მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები-მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მიეცი, ძალიან აქტუალურია.

დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებს ყოველ ადამიანს, როგორც წინსსვლა ისე შეცდომები,მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების-"დავითნი". ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დასწერა 50-ე ფსალმუნი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა, იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა",- ბრძანა პატრიარქმა.


წყარო: IPN
Print Email
FaceBook Twitter
ანაკლიის პორტის პროექტის და ქალაქ ანაკლიის შემდგომ ბედზე საუბრისას, პოლიტიკური მოძრაობის „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა,
პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი.
დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის'' ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება. ასევე, შესრულდება წყლის კურთხევის რიტუალი. მსახურების ბოლოს
ndi-ის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პოლიტიკოსების მიმართ, ყველაზე უარყოფითი შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბისშვილს აქვს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს. გამოკითხულთა უმრავლესობამ მიხეილ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი დადებითად აფასებს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 4 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 7 °C
img
მესტია -5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.