ახალი ამბები
ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება. ასევე, შესრულდება წყლის კურთხევის რიტუალი. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ორ ეტაპად განისაზღვრა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.