შენი გვარის ისტორია
ჭანტურია
ჭანტურიების საგვარეულო ერთერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი საგვარეულოა სამეგრელოში. ჭანტურიები ცხოვრობენ, როგორც სამეგრელოში ასევე გურიაში და აფხაზეთში. ჭანტურია შესაძლოა ტოპონიმის შემცველი გენონიმი იყოს. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ ამ გვარსახელის ადრეული, (ნარ განუვითარებელი) ფორმა - ჭატურია გვხვდება ჭატარია-ს სახითაც. 1834 გაქრისტიანებულ ლიხნის მკვიდრ წარმართებს შორის დასახელებულია ვაპუ ჭატარია. 3 თუ გავითვალიწინეფთ,იმას რომ წარმომავლობის ზანური (მეგრულ-ჭანურ-პროტოაფხაზური) ბოლოსართი - არ ხშირად - ურ მაწარმოებელი სახითაც გვევლინება (მაგ. ზუგიდარი / ზუგიდარი; ცეიშარი / ცეიშური. . .), მაშინ ამ საგვარეულო სახელის თავდაპირველ ფორმად უნდა მივიჩნიოთ ჭატარია, რომელშიც შემონახულია აწ უკვე გამქრალი ტოპონიმი - ჭატი.

Print