შენი გვარის ისტორია
ხუბულავა
ხუბულავა საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე მეგრული გვარია. ეს გვარი გვხვდება სამი სხვადასხვა ფორმით - ხუბულავა, ხუბლავა და ხუბილავა, რომლებიც ამ გვარსახელის ფონეტიკურ ვარიანტებს წარმოადგენენ. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში იყო 937 ხუბულავა, 51 ხუბილავა და 54 ხუბლავა.

წერილობით წყაროებში ეს გვარი გვხვდება, როგორც ხუბულავა-ს ასევე ხუბილავა-ს სახით. ამგვარი ფონეტიკური ვარიანტების გაჩენას იწვევს ის გარემოება, რომ მეგრული საგვაროვნო ფორმები – ავა და – ია, - ია და – უა ზოგჯერ ერთსა და იმავე გვარშიც ენაცვლებიან ერთმანეთს. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ძველ დოკუმენტებში.

გვარსახელი ხუბულავა, ხუბლავა, ხუბულია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ანთროპონიმ ხუბურ-ის შემცველია. ცნობილია, რომ რ ბგერა მეგრულში ხშირად გადადის ლ-ში. ამიტომ ხუბური-დან ხუბული-ს მიღება სავსებით კანონზომიერია.

Print