შენი გვარის ისტორია
ელიავა
ელიავა პირსახელ ელია-ს შემცველი გვარსახელია. გვარსახელი ელიავა ბიბლიური სახელის ელიას შემცველია. ანთროპონიმი ელია ქართულ-მეგრული კანონზომიერ ფონეტიკურ შესატყვისობათა გათვალისწინებით მეგრულში უნდა ქცეულიყო ალია-დ და როგორც ჩანს ეს ასეც მომხდარა, რადგან დოკუმენტურად დასტურდება გვარსახელ ელიას ფონეტიკური სახესხვაობა ალიავა.

Print