შენი გვარის ისტორია
ჯიქია
ჯიქიები ერთ ერთი ყველაზე დიდი გვარია სამეგრელოში. 1995 წლის 1 თებერვილის მონაცემებით საქართველოში იყო 6432 ჯიქია. ჯიქიების ძირი სოფელი ჭაქვინჯია. სადაც ამ გვარის ძირი ხატია საძიებელი. გარდა ჭაქვინჯისა ჯიქიები მრავლად ცხოვრობენ სოფლებში: კირცხი, ახუთი, ხორში და მენჯი.

ჯიქია სატომო სახელისგან ნაწარმოები გვარსახელი ჩანს. ჯიქია ერქვა ქართულად ადიღეურ ტომებს – აფსუებს და უბიხებს. მაგალითად, ვამეყ დადიანი, ხობის ტაძრის წარწერაში ამბობს, რომ ვილაშქრეო ჯიქეთში და ავიღეო მათი სიმაგრენი~, რომელთა შორის ყოფილა გაგარი ანუ გაგრა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აფსუები, რომელნიც ადრეულ წყაროებში აფსარებად იწოდებიან, XIV საუკუნის მიწურულს ქართველების მიერ ჯიქებად იწოდებოდნენ.

Print