შენი გვარის ისტორია
ნოდია
გვარსახელი ნოდია თიკუნური წარმოშობისა ჩანს. მეგრულში ნოდია ნიშნავს, როგორც ახლომხედველს, ბეცს, ასევე ზარმაცსა და ზანტ, ნელად მავალს. ამ სიტყვის ეს ორი მნიშვნელობა კარგად ჩანს მეგრული გამოთქმებიდან : ,,ბუგაშ გური ნოდია რე”- ბეცის გული მშიშარაა (კ.სამუშია, ქართ ზეპირსიტყვიერება. მეგრული ნიმუშები, გვ.14)  ჩქიმი ცხენი ნოდია რე - ჩემი ცხენი ზანტია (ო.ქაჯაია, მეგრული ლექსიკონი,II,გვ.394). მაგრამ ეს გვარსაელი შეიძლება ამ გვარის წინაპრის ისეთი თვისების დახასიათების შემცველ თიკუნისგან იყოს ნაწარმოები, როგორიცაა სხვათა შველა, შეწევნა, რადგან ნოდი მეგრული კანონზომიერი შესატყვისია ქართული ნადი-საა. ნოდია კი ისეთ კაცს შეიძლებოდა შერქმეოდა ზედმეტ სახელად ვინც ნიადაგ სხვის შეწევნა - დახმარებაში იყო. ამრიგად, ამ გვარსახელის წარმოშობა შეიძლებოდა გვარებით თიკუნისა, რომელიც ნოდიების წინაპრს შეიძლებოდა დარქმეოდა, როგორც მისი სიბეცი (ახლომხედველობის), სიზარმაცის, სიზანტის, ასევე ისეთი კეთილშობილური თვისების გამო, როგორიცაა სხვათა დახმარება, სხვათა შველა.

გადმოცემით ნოდიები, ცხენის ქურდობაში ტოლს არ უდებდნენ დანელიებს. როგორც ჩანს იმხანად ვაჟკაცობის საზომად მიჩნეული მათი ეს საქმიანობაა ასახული ერთ ძველ ლექსში, რომელიც თავის დროზე ჩაუწერია იოსებ ყიფშიძეს:

- პაპა ნოდია,
- ღუმა სო რდია,
- ოხირუსია,
- მუ იხირია ?
- ჭაკი ცხენია...

Print