შენი გვარის ისტორია
თოდუა
გვარსახელი თოდუა ამ საგვარეულოს წინაპრის პირსახელს შეიცავს. აქ უნდა გვქონდეს ან ძველ სამეგრლოსა და აფხაზეთში გავრცელებული პირსახელის თოდორუხუ-ს მეგრულისათვის დამახასიათებელი ბოლო მარცვლებმოკვეცილი სახე თოდო, ან ანთროპონიმ თორნიკე-ს მოფერებით ფორმა თოთო, რომელიც სამეგრელოში დღესაც იხმარება. ეს უკანასკნელი გვხვდება ჯერ კიდევ ტბეთის სულთა მატიანეში, სადაც XII-XIII საუკუნის ჩანაწერში იხსენიება უთნევარ თოთოსძე ხოლო ფონეტიკური პროცესი თოთი - თოდო ჩვეულებრივი რამაა მეგრულში.



Print