შენი გვარის ისტორია
ფირცხელავა
უძველესი დოკუმენტი სადაც გვარსახელი ფირცხალავა - ფირცხელავა იხსენიება ესაა 1616-1621 წლებს შორის შედგენილ საცაიშლო მოსაკრებლების დავთარი, სადაც ცაიშის ტაძრის ყმა-გლეხთა სიაში ,,ცაიშის მიმდგამ”კაცებს შორის ჩაწერილია გალატოზი ფიცხულია (ქართული სამართლის ძეგლები, ტ.III,თბ.1970,გვ.444)., რომელიც, ზემოთ უკვე აღნიშნული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთიდაიგივე მეგრული გვარი ზოგჯერ გვხვდება როგორც ავა - ასევე ია - ფორმატით, ფიცხულია ფიცხულავა -ს სახესხვაობად უნდა მივიჩნიოთ.
Print