ალმასია მცირერიცხოვანი მეგრული გვარია. 1995 წლის მონაცემებით მთელს
საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 45 კაცი ატარებდა ამ გვარს.
როგორც ცნობილია მეგრულს ახასიათებს ანთროპონიმების ბოლოს მოკვეცა.
მაგალითად ალექსანდრე-ს ნაცვლად მეგრელი იტყვის ალე-ს, კალისტრატე-ს
ნაცვლად კალე-ს, ფილიპე-ს ნაცვლად ფილუ-ს და ა.შ. მეგრულის ამ
მახასიათებლის გათვალისწინებით ალმასია-ც ანთროპონიმული წარმოშობის
გვარსახელი ჩანს.
მასალის გამოყენების პირობები