შენი გვარის ისტორია
კვაშილავა
ლაზურში კვარშილი ქართულ ყოჩივარდას (Ciclamen vernum Sm) ჰქვია. მეგრელები ამ მცენარეს კარაკუნჩხა-საც ეძახიან და ტყვარჩელია-საც (ა.მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი,თბ.1991,გვ.72-73). თუ გავიხსებთ იმას, რომ არსებობს გვარსახელ კვაშილავა-ს ფონეტიკური ვარიანტი კვარშილავა (ზანათში 5 კომლი კვარშილავა ცხოვრობს), მაშინ გვარსახელ კვაშილავა - კვარშილავა-ს წარმოშობა ამ მცენარის სახელთან დაკავშირებული თიკუნიდან არ გაგვიკვირდება, რადგან მცენარის სახელისგან ნაწარმოები მეგრული გვარი არაერთია
Print