შენი გვარის ისტორია
ლატარია
როგორც სამეგრელოში მოღვაწე ერთერთი იტალიელი მისიონერის ცნობიდან ირკვევა XVII საუკუნის 70-იან წლებში, სორეხ შარვაშიძემ, რომელიც ამ დროისათვის სამეგრელოს ენგურსგაღმა ნაწილს დაეპატრონა და თავი მის მთავრად გამოაცხადა, ,,რამდენი პატრიც კი იპოვებოდა იქ იმ დროს, ყველა გაგზავნა ლარიკუკაში (Lariciuca) მახარობელ ლატარია მღვდელთან”. ამ ცნობიდან გარკვევით ჩანს მღვდელ მახარობელ ლატარიას დიდი გავლენა იმდროინდელ სამეგრელოში. უნდა ვიფიქრო, რომ ლარიკუკა, სადაც ეს მღვდელი მოღვაწეობდა კოდორის ხეობის სოფელი იყო.
Print