სტატია
ზაზა გაგუა მიხეილ ცირდავას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
საოჯახო მარან "ოდას" დამფუძნებელი ზაზა გაგუა, რომელსაც ღვინის მეგრული ჯიშები მარტვილში გამოჰყავს, ამბობს, რომ „კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის“ თავმჯდომარემ მიხეილ ცირდავამ მისი საავტორო უფლებები დაარღვია.

ცირდავამ დღეს რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ "კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციამ" სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკა დაამზადა. სწორედ ამ რუკას უკავშირდება ზაზა გაგუას პრეტენზია.

მან გვითხრა, რომ სამეგრელოს ღვინის რუკა ღვინის კლუბისა და ეკოტურიზმის ასოციაციის ერთობლივი პროდუქტია. გაგუას თქმით, რუკის საფუძვლები მან გააკეთა, ხოლო ერთობლივი დიზაინის შექმნაში მონაწილეობა მასთან ერთად პაატა დვალაძემ და მალხაზ ხარბედიამ მიიღეს.

„ეს რუკა 2014 წელს შევადგინეთ. შინაარსობრივ მხარეზე რომ არ ვიდავოთ და სტილისტიკაზე, ერთი შეხედვითაც ჩანს, მაგალითად, ვაზის ჯიშების გავრცელების არეალი, რომელზეც თვენახევარი ვიმუშავე,  ერთ-ერთი ფერი, კონტური, რომელიც ირიბადაა დახაზული ჩვენ მიერ შექმნილ რუკაში, ერთი-ერთში ჯდება იმ რუკაზე დატანილ იმავე ინფორმაციასთან, რომელიც ცირდავამ გამოაქვეყნა. რუკიდან ჩანართები, ქვევრები, მტევნები და ასე შემდეგ მეორდება. 100 პროცენტით, ცხადია, ყველაფერი აღებული არ აქვს, თუმცა დიდი ნაწილი სწორედ ამ რუკიდანაა ამოღებული და დატანილი. ფაქტობრივად, ჩემი ნამუშევარი აიღო და გამოიყენა, არც უკითხავს. ამბობს, დიზაინერმა ჩასვა ესე შემთხვევით, მაგრამ შემთხვევით რუკის შედგენა როგორ იქნება. ფაქტია, რომ საავტორო უფლებებია დარღვეული, იდეით დაწყებული, რუკის ფენები, წარწერები... პოლიგონი კი მთლიანად დაკოპირებული აქვს. ინფოგრაფიკაც, სტილისტიკაც, ფაქტობრივად, იგივეა. რაღაცები კი აქვს დამატებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რუკა არავინ გააკეთოს, უბრალოდ, ჩვენი ნამუშევარი არ უნდა გამოიყენოს სხვამ“, - გვითხრა გაგუამ.

თავის მხრივ, მის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და არ ეთანხმება ჩხოროწყუელი მეღვინე მიხეილ ცირდავა. მისი თქმით, რუკა არა კონკრეტულად ზაზა გაგუას ან ვინმე სხვას, არამედ, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და შესაბამისად, ცირდავას მტკიცებით, გაგუას პრეტენზიები უსამართლოა.

„მისი საკუთრება არ არის ეს თემატიკა, ღვინის ეროვნული სააგენტო მაძლევს იმის უფლებას, რომ გამოვიყენო და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს. არ ვიცი, გაგუამ რა იგულისხმა, მაგრამ ამერიკაშიც რომ წარვადგენ რუკას, ვიტყვი, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მონაწილეობს ღონისძიებაში. მე გავაკეთე სისტემატიზაცია იმ სამეცნიერო მასალების და ამაზე ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში. სრული უფლება მაქვს კონტურების გამოყენების, შტრიხები და დაფარვის ზონაო, სამეგრელოსთვის ეს ხომ ერთი და იგივეა. მთავარია, შინაარსობრივად არ არის იდენტური“, - აღნიშნა ცირდავამ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ზაზა გაგუა კი მოითხოვს, ცირდავამ გარკვეული დეტალები შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ საავტორო უფლებებს სასამართლოში დაიცავს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2024
საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2019-2023 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი 24.3%-ით შემცირებულია.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი, რამდენიმე თვეა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის გარეშეა დარჩენილი.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.