ახალი ამბები
NDI: გამოკითხულთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კერძოდ, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა "ცუდად" მუშაობს, 32 %-ის შეფასებით - "კარგად", ხოლო 6%-ს პასუხი არა აქვს.

საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე ჩაატარა. სულ კვლევაში შედის 2 132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK  aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC- საქართველო ატარებს.
Print