ახალი ამბები
რა წერია "ქართული ოცნების" ზუგდიდელი აგიტატორის ბლოკნოტში (ფოტო)
21-ე საარჩევნო უბანზე ენმ-ის მიერ მოპოვებული ბლოკნოტი, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, "ქართული ოცნების" აგიტატორს ეკუთვნოდა, რადიო "ათინათს" ჩაუვარდა ხელში. გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული ბლოკნოტიდან.

მეორე ტურში მის (აცემი):

"ფულადი დახმარება გავეცი":


გადასატანი ყუთის სია, ამომრჩევლის პირადი ნომრებით:

მძღოლები და მანქანის ნომრები:

გავეცით დახმარება:

თბილისიდან ჩამოსაყვანი ხალხი:

გარდა ამისა, ბლოკნოტში შეტანილია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნომრები, რომლებიც ანა წითლიძეს მტკიცებით, შესაძლოა მოისყიდონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მაშინ უთხრა, როცა ბლოკნოტის შინაარს აცნობდა.

ბლოკნოტში დევს საწვავის ტალონი. 
ცოტა ხნის წინ ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე და პარტიის წევრი ხათუნა შამუგია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიზეზი სავარაუდოდ, ბლოკნოტია რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოიპოვეს და მედიას გააცნეს. "ქართული ოცნების" წევრებმა ენმ-ს დეპუტატი და მხარდამჭერი ქურდობაში დაადანაშაულეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა. 


როგორც საარჩევნო უბანზე გაირკვა, ბლოკნოტი თინათინ კაკაჩიას ეკუთვნის. 


Print