სტატია
სამედიცინო პროგრამა: გზა ურთიერთნდობისკენ
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ მიიღონ უფასო სამედიცინო დახმარება საქართველოში, რჩება ერთ-ერთ იშვიათ წარმატებულ პროექტად ნდობის აღდგენის საქმეში.

საქართველოს ხელისუფლებამ "რეფერალური დახმარების პროგრამა" 2010 წელს დაიწყო. თუმცა 2012 წლამდეც პროექტი ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ეს, არსებითად კარგი ინიციატივა, თავიდანვე იყო პოლიტიზებული. გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში მკურნალობა სურდათ, აიძულებდნენ, საქართველოს მოქალაქეობა მიეღოთ. ამ მიდგომამ გაურთულა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პირადობის მოწმობის მფლობელებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სამედიცინო დახმარების მიღება.

პროგრამა გააქტიურდა 2012 წელს, მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. პროექტიდან პოლიტიკური კომპონენტი გამოირიცხა. კოალიციაში ფიქრობდნენ, რომ ოფიციალური თბილისი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ არსებულ გამყოფ ხაზებს ხელი არ შეეშალათ ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისთვის. თუ ადამიანი დაადასტურებდა აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს, ის უნდა ჩართულიყო საქართველოს ჯანდაცვის პროგრამაში. ამის დასამტკიცებლად ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა იყო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუნდაც ეს დოკუმენტი ყოფილიყო შიდა აფხაზური. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში (და სამხრეთ ოსეთში) გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩათვლილიყო საკმარისად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად წინ წასწია სიტუაცია და გაზარდა ნდობა თბილისის და კონკრეტულად, ამ პროექტის მიმართ.

თუ, ადრე აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად რუსეთში (სოჭი, კრასნოდარი, მოსკოვი) მიდიოდნენ, ახლა, პროგრამის წყალობით, ბევრ მათგანს მიეცა თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობაც. ზოგიერთმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა. პროგრამის უპირატესობები ისაა, რომ, პირველ რიგში, ამ ადამიანებს საშუალება ეძლეოდათ, მიეღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება უფასოდ და, მეორეც, გამგზავრება თბილისი ან საქართველოს სხვა ქალაქები იყო უფრო ახლოს, ვიდრე მოსკოვი, ამიტომ იქ გამგზავრება უფრო მოსახერხებელი იყო მათთვის.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის მონაცემებით, გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებმა 8 ათასზე მეტმა პაციენტმა (დაახლოებით 5 ათასი აფხაზი და 3 ათასი ოსი ეროვნების) უფასო სამედიცინო დახმარება მიიღო. პროგრამაზე ჯამში დაახლოებით 30 მილიონი ლარი (9,6 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯა.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები საქართველოს კლინიკებს ყველაზე ხშირად მიმართავდნენ ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური, ქირურგიული და მედიკამენტოზური პრობლემებით. პროგრამა იხდიდა სამედიცინო ხარჯებს ადამიანზე 15 ათასი ლარის ოდენობით (დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარი). მკურნალობის პერიოდში ბევრი პაციენტი და მათი ნათესავი უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართითაც.

გარდა მკურნალობისა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა, პროექტი სამედიცინო ტრანსპორტირებასაც აფინანსებდა. ბოლო დროს გამყოფი ხაზის გადაკვეთისას აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ. განსაკუთრებით,  თუ მათ  ღამის საათებში უწევთ მგზავრობა. საგუშაგოები ღამით იკეტება და ნებართვის მიღებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, რაც ზოგჯერ სიცოცხლის ფასად უჯდებათ ადამიანებს. კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა მოძრაობა კიდევ უფრო გაართულა.

2017 წელს ხელისუფლებამ პროგრამის დაფინანსება შეამცირა, რამაც პროგრამა საფრთხეში ჩააგდო. კერძოდ, გადაწყდა, რომ არ დაფინანსდეს დიაგნოსტიკური პროცედურები (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა). პრობლემა ის არის, რომ პროგრამაში პაციენტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი დიაგნოზით. თუმცა, ადამიანები ხშირად მოდიან ან მცდარი დიაგნოზით, ან საერთოდ დიაგნოზის გარეშე, სიმპტომებითა და ჩივილებით. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის გაკეთება. და ვინაიდან აფხაზეთის მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია პროგრამის პირობების შესახებ, ხშირად ადგილზე იგებენ, რომ დიაგნოსტიკის საფასური თავად უნდა გადაიხადონ. ამასთან, ექიმები მათ ზოგჯერ საკმაოდ ძვირადღირებულ გამოკვლევებსაც უნიშნავენ - მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას (MRI), რომელიც დაახლოებით 500 ლარი ღირს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო დიაგნოსტიკისთვის გადახდის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ზოგიერთმა კერძო კლინიკამ პროგრამა ბოროტად გამოიყენა - ექიმები, იცოდნენ რა, რომ დიაგნოსტიკა სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული, მაშინაც კი, როცა ეს არ იყო საჭირო, ძვირადღირებულ ანალიზებს ნიშნავდნენ. შექმნილი უხერხულობის აღმოსაფხვრელად, მოგვიანებით გადაწყდა, რომ დიაგნოსტიკური პროცედურები გადაიხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ბიუჯეტიდან იმ იმედით, რომ ეს ინსტიტუტი შეძლებს უფრო მჭიდროდ გააკონტროლოს ბიუჯეტის სახსრები.

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ C ჰეპატიტის და აივ/შიდსის ლიკვიდაციის ქართული პროგრამით. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში იგზავნება ამ ვირუსული დაავადებების სამკურნალო სამედიცინო პრეპარატები.  დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე შიდსის სამკურნალოდ 478-მა ადამიანმა მიიღო ანტირეტროვირუსული პრეპარატი.

მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და პოტენციური პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობისა, პროგრამის მონაწილეთა უმეტესობა მას დადებითად აფასებს. გარდა ამისა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროექტის წყალობით ქართველები და აფხაზები ამყარებენ ადამიანურ ურთიერთობებს. სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზები ხვდებიან ძველ ნაცნობებს, მეზობლებს, კოლეგებს, ნათესავებს. დაკარგული კავშირების აღდგენა და ახლის შექმნა უდავოდ საფუძვლად დაედება მომავალში ურთიერთნდობის განმტკიცებას.

პაატა ზაქარეიშვილი





Медицинская программа: путь к взаимному доверию

Программа, по которой жители Абхазии и Южной Осетии могут получить бесплатную медицинскую помощь в Грузии, по-преж¬нему остается одним из редких успешных проектов в деле налаживания доверия.

«Программу реферальной помощи» грузинские власти запустили в 2010 году. Однако до 2012 года проект продвигался медленно. Причина в том, что эта хорошая по своей сути инициатива с самого начала была политизирована. Людей, живущих по ту сторону разделительной линии, которые хотели лечиться в Грузии, вынуждали брать гражданство Грузии. Такой подход усложнял получение медицинской помощи, предлагаемой грузинским государством, владельцам удостоверений личности, выданных на территории Абхазии и Южной Осетии.

Программу удалось раскрутить после того, как в 2012 году к власти пришла коалиция «Грузинская мечта». Тогда была исключена политическая составляющая из проекта. В коалиции считали, что Тбилиси должен быть заинтересован в том, чтобы существующие разделительные линии не мешали свободному передвижению людей. Если человек может подтвер¬дить факт проживания на территории Абхазии (и Юж¬ной Осетии), он должен быть включен в программу здравоохранения Грузии. А самый простой и быстрый доказать это – предъявить документ, удостове¬ряющий личность, пусть даже и внутриабхазский. Поэтому было принято полити¬ческое решение о том, что удостоверяющие личность документы, выданные в Абхазии (и Южной Осетии), являются доста¬точно валидными для получения медицинских услуг, пре¬доставляемых системой здравоохранения Грузии. Это решение значительно продвинуло ситуацию вперед и повысило доверие к Тбилиси и данному проекту в частности.

Если раньше жители Абхазии ездили получать квалифицированную медицинскую помощь в Россию (Сочи, Краснодар, Москву), то теперь, благодаря программе, у многих из них появилась возможность поехать и в Тбилиси. Некоторые воспользовались этой возможностью. Преимущества программы в том, что, во-первых, она позволяет получить качественную медицинскую помощь бесплатно, а во-вторых, – поехать в Тбилиси или другие города Грузии ближе и удобнее, чем в Москву.

По данным Министерства здравоохранения Грузии, по состоянию на 2020 год, бесплатное медицинское обслуживание в общей сложности получили более 8 тысяч пациентов, живущих за разделительной линией (около 5 тысяч абхазских и 3 тысяч югоосетинских). Всего на программу было потрачено около 30 млн лари (9,6 млн долларов США).

Чаще всего жители из Абхазии и Южной Осетии обращаются в грузинские клиники по вопросам онкологии, онкогематологии, хирургического и медикаментозного лечения. Программа оплачивает медицинские расходы в пределах 15 тысяч лари на человека (около 5 тысяч долларов США). На время лечения многие пациенты и их родственники обеспечиваются также жильем. Кроме лечения и проживания, проект финансирует и медицинскую транспортировку. В последнее время при пересечении разделительной линии у пациентов из Абхазии стали возникать некоторые проблемы. Особенно если приходиться ехать в ночное время. Ночью контрольно-пропускные пункты закрыты, а на то, чтобы получить разрешение, уходит немало времени, которое иногда стоит жизни. Введенные в период пандемии коронавируса ограничения еще больше усложнили передвижение.

В 2017 году власти сократили финансирование программы, что поставило ее под угрозу. В частности, было решено не финансировать диагностические процедуры (кроме онкологических больных). Проблема в том, что пациент может попасть в программу только, имея установленный диагноз. Однако часто люди приезжают либо с ошибочным диагнозом, либо вовсе без диагноза, с симптомами и жалобами. Прежде чем начать лечение, нужно провести диагностику. А так как жители Абхазии не владеют полной информацией об условиях программы, то они часто уже на месте узнают, что им надо самим платить за диагностику. При этом врачи иногда назначают довольно дорогие анализы – например, магнито-резонансную томографию (МРТ), которая стоит около 500 лари.

В свою очередь, в Минздраве решение отменить оплату диагностики объясняют тем, что некоторые частные клиники злоупотребляли программой – врачи, зная, что диагностика финансируется государством, назначали дорогостоящие анализы даже тогда, когда это было не нужно. Позже, чтобы сгладить возникшие неудобства, было решено, что диагностические процедуры будут оплачиваться из бюджета правительства Абхазской автономной республики в изгнании в надежде на то, что этот институт сможет тщательнее контролировать бюджетные средства.

В рамках проекта пациенты из Абхазии могут также пользоваться грузинской программой по ликвидации гепатита С и ВИЧ/СПИДа. По информации Минздрава, в Абхазию отправляются медицинские препараты для лечения этих вирусных заболеваний. В ведомстве заявляют, что с 2016 по 2018 год антиретровирусные лекарства для лечения СПИДа получили 478 человек.

Несмотря на некоторые недоработки и отсутствие доступной информации для потенциальных пациентов, большинство участников программы оценивают ее одобрительно. Кроме очевидных плюсов большое значение имеет еще и то, что благодаря проекту грузины и абхазы налаживают человеческие отношения. Приезжая на лечение, абхазы встречаются со старыми знакомыми, соседями, сослуживцами, родственниками. Восстановление потерянных связей и создание новых, несомненно, в будущем послужит основой для укрепления взаимного доверия.

Паата Закареишвили





The health care program: a confidence-building measure

By Paata Zakareishvili


The Georgian government’s program of providing free medical care for residents of Abkhazia and South Ossetia in Georgian hospitals remains a rare example of a successful confidence-building initiative.

The Referral Health Care Program (RHCP) was launched in 2010. The first two years of the program were nothing to write home about. The main reason for the slow start was the fact that despite being essentially a good idea, the program was initially politicized. In order to be admitted to a Georgian hospital people from the other side of the divide were required to apply for and get Georgian citizenship first, impeding access to the program for those who had identity documents issued in Abkhazia and South Ossetia.

The program was given a fresh start in 2012 after the Georgian Dream coalition came to power in Georgia. The new government removed the political element from the program. The new approach was based on the premise that it was in Georgia’s interest to ensure free movement of people across the dividing line. To become eligible for Georgian medical services it is now enough just to prove permanent residence in Abkhazia or South Ossetia, i.e. to have a locally issued ID. It was a political decision that brought a breath of fresh air to this initiative and improved attitudes towards Tbilisi and the program itself.

While earlier residents of Abkhazia needed to travel to Russia (Sochi, Krasnodar, Moscow) for professional medical assistance, now, thanks to this program, they are able to get medical attention much closer to home. Quite a few of them have taken this opportunity. The program has two main advantages: firstly, it offers quality medical treatment for free; secondly, a trip from Sukhumi to Tbilisi and other Georgian cities is easier and less expensive than to Moscow.

According to the Georgian health care ministry, as of 2020, more than 8,000 patients from the other side of the dividing line – some 5,000 Abkhazians and almost 3,000 South Ossetians – received medical care in Georgian hospitals in the framework of the program. The total cost is estimated at 30 mln GEL (some 9.6 mln USD). Most of the patients from Abkhazia and South Ossetia seek oncology, hematologic oncology and surgical treatment in Georgian hospitals. The program covers medical costs up to 15 thousand GEL (about 5 thousand USD) per patient. It also offers accommodation to patients’ relatives and family members during their stay in hospital and free medical transportation service. Residents of Abkhazia seeking medical care in Georgian hospitals have recently faced some obstacles when crossing the dividing line, especially at night because the crossing points do not operate at nighttime. Besides, getting a clearance for travel takes a lot of time and the delay can put the lives of some patients in danger. The COVID-related restrictions on movement only added to the problem.

After the government cut the program budget in 2017 its future prospects were called into question. Namely, diagnostic procedures were excluded from the program coverage (except cancer cases). The problem is that only patients with already diagnosed illnesses are eligible for the program. However, people sometimes arrive in hospitals only with symptoms, not a confirmed diagnosis. A treatment cannot start until a patient’s condition is properly diagnosed. As residents of Abkhazia do not have access to full information about the program, they learn, much to their frustration and disappointment, that they need to pay for diagnostic tests by themselves only when they are already in hospital. In addition, they are often required to take quite expensive diagnostic procedures, for instance Magnetic Resonance Tomography (MRT), which costs some 500 GEL. The health ministry claims that diagnostic tests were excluded because some private clinics abused the program – being aware that the program is funded by the state, they deliberately prescribed expensive diagnostic tests even when they were not necessary. To defuse the controversy, a decision was made later to allocate funds for the diagnostic services from the budget of the Abkhazian government-in-exile (based in Tbilisi). Officials argued that the exiled government was better positioned to control the spending efficiently. As part of the program, residents of Abkhazia are also eligible for Georgia’s another important health care initiative, Hepatitis C Elimination Program. Hepatitis C medications are supplied to Abkhazian clinics by the Georgian health care ministry. Besides, according to Georgian official sources, 478 HIV patients underwent antiretroviral therapy (ART) in the period from 2016 to 2018.

Despite some drawbacks and the lack of information for patients in the target regions, the program has received an overall positive feedback from most of the participants. Apart from its obvious benefits, the program also contributes to confidence building and normalization of Abkhaz-Georgian relations. When visiting Georgian cities for treatment, Abkhazian patients are able to meet their former neighbors, colleagues, friends and relatives. Rebuilding old relationships and creating new ones will certainly pave the way for closer ties and help restore mutual trust in future.





Print