სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 76 მოქალაქეს დაუდასტურდა; ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტს ცაბუნია ვართაგავას 2000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გააუქმეს; ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია, - აცხადებს უკრაინის პრემიერ მინისტრი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სინოფარმით ვაქცინაცია ზუგდიდსა და მესტიაშიც დაიწყო; რუხის კოვიდკლინიკაში მყოფი 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; საქართველო ტურისტებისთვის "უსაფრთხო სასტუმროს" და "უსაფრთხო რესტორნის" შეთავაზებას გეგმავს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მესტიის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელეს გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს; აფხაზეთში კორონვირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა; კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდთან მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მე-5 სკოლის ერთი კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა; სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; ჯოხარ დუდაევის ხსოვნას ზუგდიდში პატივი მიაგეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ავარიის შედეგად 2 ქალი დაშავდა;სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 267 პირი მკურნალობს, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს დონორია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, როდესაც ვიხილავთ რეფორმების გაღრმავებას, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ თავარ გამოშვებაში.
ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ქალი გარდაიცვალა; კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დღეიდან სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაიწყო; აფხაზეთში კორონვირუსი კიდევ 34 პირს დაუდასტურდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პრემიერი: ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ; ძმები ესებუების საქმეების სასამართლო მოსმენები დაიწყო; 5000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მთავრობა შეზღუდვების მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 39 ადამიანს დაუდასტურდა; მსოფლიოში შენარჩუნებულია კორონავირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სპეცრაზმმა ნიკა მელია ენმ-ის ოფისში დააკავა; აშშ-ს საელჩოს განცხადებით - საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ ოჯახში დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე; სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 8-ის მდგომარეობა მძიმეა,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.