რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" დაფუძნდა, რომელიც მიზნად დამეგობრებული უკრაინული ქალაქის, პოკროვსკის მხარდაჭერას და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას ისახავს.
რადიო "ათინათის" დილის გადაცემის სტუმარია მომღერალი ზოე ცქვიტაია. სტუმარმა ისაუბრა საკუთარ პირველ სოლო საავტორო პროექტზე Upside Down. ვინ არის მუსიკის ავტორი, როგორი იყო კლიპზე მუშაობის პროცესი, სხვა რა გეგმები აქვს არტისტს - გაიგებთ ჩვენი ჩართვიდან.
პროექტ "ახალგაზრდების როლი მომავლისთვის "ფარგლებში ანაკლიის თანატოლგანმანათლებელმა ახალგაზრდებმა ჩაატარეს სესია თემაზე: "კონფლიქტი და ახალგაზრდების როლი კონფლიქტის მოგვარებაში".
დილის გადაცემის სტუმარია ანა ხასია, ბრემენის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ის გერმანიაში უკვე 1 წელია იმყოფება და გვიყვება საკუთარ შთაბეჭდილებებსა და სტუდენტურ ცხოვრებაზე.
"ათინათის" დილის გადაცემის სტუმარია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი. რა მიმართულებებით მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და რა საქმიანობას ეწევა მსოფლიოში
დღეს, 14:00 საათზე, ქალთა ფონდი "სოხუმის" ინიციატივითა და წალენჯიხის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის უფასო წარმოდგენები გაიმართება. ვრცლად გვიყვება გურანდა გვანცელაძე, ქალთა ფონდი "სოხუმის" პროექტის ასისტენტი.
10 აგვისტოს 15.00 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ფილოლოგიის დოქტორის ნანა ქირიას წიგნის – "პროფეტიზმი და ენიგმა ზვიად გამსახურდიას პარაბოლურ - პოეტურ ნარატივში" პრეზენტაცია გაიმართება. დილის გადაცემაში მან სწორედ აღნიშნული წიგნის შესახებ ისაუბრა.
დილის გადაცემის სტუმარია ნიკა კუტალია, რომელიც ერასმუს მუნდუსის პროგრამით, ნანომეცნიერებასა და ნანომედიცინას საფრანგეთში ისწავლის. "ათინათის" ეთერში ის გვიყვება თუ რა ეტაპები გაიარა პროგრამაში მოსახვედრად.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.