დილის გადაცემის სტუმარია ანა ცირდავა, რომელიც რამდენიმე დღეში გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში ევროპის სოლიდარობის კორპუსის ეგიდით გაემგზავრება. რა სახის გამოცდილების მიღებას გულისხმობს აღნიშნული ერთწლიანი პროგრამა და სხვა რა გეგმები აქვს ზუგდიდელ ახალგაზრდას - გაიგებთ ჩვენი რუბრიკიდან.
ჩხოროწყუს სოფელ ჭოღას მკვიდრი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. გალის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 26 ივლისს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
კოვიდრეგულაციებით გამოწვეულმა იზოლაციამ ახალგაზრდები სმარტფონებს კიდევ უფრო მიაჯაჭვა. პანდემიისას ჩატარებული საერთაშორისო კვლევების უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ იმ მოზარდებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებენ, ხშირად აწუხებთ შფოთვა და უძილობა.
დღეს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. დილის გადაცემის სტუმრები არიან: "დიდროს" დამდგმელი რეჟისორი ნონა ტოტოჩავა და ახალგაზრდა მსახიობები გიორგი ქადარია და მარიამ ხუფაცარია
სოხუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შემთხვევა 8 ივნისს, დაახლოებით
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok- ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს იკვლევს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს ფრაზას: ”აფხაზეთი საქართველოა".
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.