გაგრაში წუხელ მოსულმა ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც მანქანების სავალი გზა ჩაიხერგა და მოძრაობა შეფერხდა ქალაქის ცენტრსა და შემოვლით ავტოტრასაზე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.
აფხაზი მაშველები დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში 10 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის მორიგ პარტიას ჩაიტანენ, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგნგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
აფხაზეთში მაშველები ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ, რისთვისაც გალის წყალსაცავი წყლისგან დაცალეს, წერს "გალმედია" , გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში რეგიონიდან 10 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა.
სტიქიამ გაგრის შემდეგ პრობლემები შექმნა გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში. დაიტბორა ათობით კერძო სახლი, ასევე სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, თუმცა, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ შექმნილა. ინფორმაციას
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
იმისათვის, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის ლიცენზირებულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებოდა, ზუგდიდელმა დავით ქირიამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის სფეროში სტაჟირების რამდენიმე საფეხური გაიარა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაეხმარა.
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.