ახალი ამბები
მმართველი პარტია კანდიდატებს მომავალ კვირას წარადგენს
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მომავალ კვირას დაასახელებს. საარჩევნო შტაბში, ჟურნალისტებს განუცხადეს,რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ის პერსონები დასახელდებიან, რომელთაც საარჩევნო კამპანიაში ჩასაბმელად თანამდებობების დატოვება არ მოუწევთ.

სიაში პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო მეორე ნომრად კახა კალაძე იქნებიან. ცნობილი ხდება, რომ სიის ხუთეულში იქნება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ათეულშია საპარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი. სიაში ოცეულში იქნება თემურ ჭკუასელი. ასევე ოცეულში იქნებიან ლევან კალანდაძე და მიხეილ დუნდუა.

მიმდინარე ეტაპზე სიაში არ მოიაზრებიან ლუკა კურტანიძე, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი. თუმცა ქანთარიასა და პაპუაშვილზე მსჯელობა არ დასრულებულა. სავარაუდოდ სიის გარეთ რჩება ელისო ჩაფიძე, რომელის წარდგენას ოცნება არც მაჟორიტარ კანიდატად აპირებს.

ზუგდიდში კანდიდატებს 23 ივლისს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვლი წარადგენს.


Print