ახალი ამბები
ცვლილებები საჯარო მოხელეებისთვის შრომის ანაზღაურებაში - ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობების პირზე ვრცელდება, 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში.

ცვლილებების თანახმად, გარდა იმისა, რომ, კანონი განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, ასევე ადგენს შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. ამასთან, დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

კანონით განსაზღვრულია პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობები და დადგენილია დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესი.

შრომის ანაზღაურების ახალ კანონში გათვალისწინებულია კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.

Print