ახალი ამბები
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობამ პარლამენტში მისი მაჟორიტარის ვინაობა არ იცის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

შესაბამის კითხვაზე რესპოდენტების 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა - არასწორი, ხოლო 59%-მა - „არ ვიცი“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ხორციელდება.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.



Print