საქართველოში მოქმედი 51 მედიაორგანიზაცია საპარლამენტო უმრავლესობას
მიმართავს,
რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს.
მედიაორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, რომ აღნიშნულ
კანონთან დაკავაშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის,
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის,
მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები
გაიზიარონ.
გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით
მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობასთან
შეხვედრასაც ითხოვენ.
შესაბამის სპეციალურ განცხადებას 51 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს, მათ
შორისაა
რადიო „ათინათი“. ერთობლივ
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც
ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.
მოგიწოდებთ, პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ
დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ ის საფრთხეები,
რასაც მედიაგარემოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქცია
უქმნის. გთხოვთ, გაიზიაროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების
აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ ვეტო. ქვეყანაში,
სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება
ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი
მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად აჭარბებს სარეკლამო
ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და
სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის
დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი, ეჭვქვეშ
აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა
კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას
გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან
თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ,
დამოუკიდებელ კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე
გამორიცხულია. ვფიქრობთ, კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ ორივე
სიკეთის დაცვა. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის
თავმჯდომარემ და უმრავლესობის ფართო შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა
დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ ჩვენი
არგუმენტები“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის.
მას ხელს აწერენ:
1. ტელეკომპანია იმედი
2. ტელეკომპანია რუსთავი 2
3. ტვ პალიტრანიუსი
4. რადიო პალიტრა
5. ტვ პირველი
6. BMG ბიზნესმედია ჯორჯია
7. ტელეკომპანია კავკასია
8. ტელეკომპანია იბერია
9. ტელეკომპანია ობიექტივი
10. ტელეკომპანია სტარვიზია
11. რადიო თბილისი
12. რადიო ჰერეთი
13. რადიო კომერსანტი
14. რადიო მაესტრო
15. რადიო ვინილი
16. რადიო ქართული ვინილი
17. ტვ ვინილი
18. რადიო NRJ
19. მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა
20. რადიო მწვანე ტალღა
21. რადიო დარდიმანდი
22. ტვ 25
23. TV ოდიში
24. გურია TV
25. მეცხრე ტალღა
26. TV რიონი
27. რადიო რიონი
28. ტელეკომპანია თრიალეთი
29. ტელეკომპანია გურჯაანი
30. TOK TV
31. რადიო ჰარმონია
32. რადიო ათინათი
33. რადიო ოდიში
34. AB -მაუწყებელთა ალიანსი
35. გაზეთი რეზონანსი
36. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
37. საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო
38. ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“
39. საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge
40. ახალი გაზეთი
41. სამხრეთის კარიბჭე
42. ,,ჩემი იმერეთი”
43. მთავარი სამეგრელო
44. ოკრიბანიუსი
45. გურიანიუსი
46. კახეთის ხმა
47. ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი
48. svanetiinfo.ge
49. გაზეთი პოსტსკრიპტუმი
50. თრიალეთის ექსპრესი
51. კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი
მასალის გამოყენების პირობები