ახალი ამბები
გახარია და ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ
საქართველოს მთავრობაში ორი ახალი ვიცე-პრემიერი დაინიშნა. ამ მოვალეობას დღეიდან შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრები გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი შეასრულებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.



Print