ახალი ამბები
ჯვარში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ბ.თ. დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. 

ამავე ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 ივლისს ქალაქ ჯვარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოპარა. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Print