ახალი ამბები
გიგი სიჭინავა „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა
ზუგდიდელი მხატვარი გიგი სიჭინავა ქვეყნის მასშტაბით 200 ნიჭიერ ბავშვს შორის ერთ-ერთია, რომელიც „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა. მოზარდი კომპანიისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.

alt

„ერთ-ერთმა მშობელმა მონიშნა გიგი „თიბისი ბანკის“ გვერდზე და რამდენიმე დღეში ბანკიდანაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გიგი აარჩიეს. გიგისთვის იყო საოცარი განცდა, რომ ის გახდა სტიპენდიანტი. ძალიან უხარია და მისთვის ეს დიდი სტიმულია. “, - უთხრა რადიო „ათინათს“ გიგი სიჭინავას დედამ ნათია სახოკიამ.



alt

აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის ნამუშევრები საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველად 2017 წელს სახელოსნოს გახსნის დღეს გაიცნო. გიგის დღემდე 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელ აუტისტ ბავშვს გიგი სიჭინავას ფილმში იღებენ (ვიდეო)
Print