ახალი ამბები
გიორგი კალანდია: ერმიტაჟში ეკატერინე ჭავჭავაძის გამოსახულებით ნახატი ინახება
ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, მისივე თქმით,  ერმიტაჟის მუზეუმშია გადაღებული და რომელზეც, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა გამოსახული.

"ეს ბრწყინვალე ნამუშევარი წუხელ გვიან ღამით ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გადმომიგზავნა, ნახატი ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით "შუახნის ქართველი ქალბატონი". ფოტოს დავხედე თუ არა მივხვდი რომ საქმე უნიკალურ ამბავთან გვაქვს - ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა! აფერუმ შენ დედოფალო, წლებმა ვერაფერი დაგაკლო შენი სიდიადე დღესაც ბრწყინვალედ გამოსჭვივის ამ ნახატიდან!" - წერს კალანდია.

Print