ახალი ამბები
ნათია თურნავა: სამინისტრო მოთმინებით ელოდება ანაკლიის პორტის პროექტში ჩართულ ინვესტორებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცახედბით, უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. მისივე თქმით, სახელმწოფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა. როგორც თურნავამ აღნიშნა, სამინისტრო დიდი მოთმინებით ელოდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩართულ ინვესტორებს.

"არ შემიძლია არ შევეხო ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურას. საკონტეინერო გადაზიდვების ასეთი მაღალი ზრდა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა. ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და იყოს მხარდაჭერილი. დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს", - აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, თურნავას განცახდებით, საკონტეინერო ტვირთებზე, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% -იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.


ამავე თემაზე:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტზე განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ტოვებს
Print