ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების შეჩერების მიზნით,
დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა უნდა დაიცვან შემდეგი წესები.
მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;
დამსაქმებელმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსებისბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები.
გამოყოს პიროვნება ვინც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;
ეცადოს მოძებნოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები. წაახალისოს დისტანციური გადახდები.
შენობის შესასვლელებში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარებისწესები;
დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან (მათ შორის თხევად საპონთან და ქაღალდის ხელსახოცებთან) და სახის ნიღბებთან;
უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსება დახურულ კონტეინერებში და მათი დროული გატანა შენობიდან, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
უზრუნველყავთ მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საწმენდი საშუალებები მის გასაწმენდად;
შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდგანსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესეოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
დასაქმებულები უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, რესპირატორი);
რაც შეეხება დასაქმებულებს, სტოპცოვ.გე-ზე განთავსებული რეკომენდაციები შემდეგია:
დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
დაასუფთავეთ სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;
საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ ;
მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია(არანაკლებ 2 მ-სა);
დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი მოათავსეთ ურნაში;
გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება, ასევე მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.
მობილური ტელეფონის/ქალაქის ტელეფონის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ტელეფონს შეეხეთ ხელებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანია. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებება" -
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდა ამ რეკომენდაციებისა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის კაბინასთან დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მოწყობასაც ითხოვს.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდის/ მოხსნის შემდეგ, აუცილებელია ან ხელების დაბანა საპნით და წყლით, ან დამუშავება ალკოჰოლის შემცველი (მინიმუმ 70%) შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით.
ერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდის/ მოხსნის ადგილებზე განათავსეთ ბიოლოგიურად სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი შესაბამისი კონტეინერი. ნარჩენების გატანა ზრუნველყავით პერიოდულად, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდა ამ რეკომენდაციებისა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის კაბინასთან დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მოწყობასაც ითხოვს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე -ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.
ამ დროისათვის, 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.
მასალის გამოყენების პირობები