ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციური: კორონავირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ხუთივე პაციენტის, რომელთაგან ორს კოვიდ-19 უკვე დადასტურებული აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტი ლალი დარახველიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, დღეს ქუთაისის ლუგარის ლაბორატორიიდან სამი პაციენტის, მათ შორის, ორი მცირეწლოვანის, ანალიზების პასუხს ელოდებიან.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ორი ბავშვი ცხელების სიმტომით ინფექციურ საავადმყოფოში სამშაბათს გადმოიყვანეს.

Print