ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში იმყოფებოდა - წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრი
წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას ინფორმაციით, პირი რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მათ წუხელ, გვიან ღამით შეიტყვეს. 

"​ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონატაქტების გამოსვლენად. პიროვნებას თბილისში გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა", - ამბობს კვარაცხელია.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდის stopcov.ge მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157 შეადგენს. აქედან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
Print