ახალი ამბები
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი: თუ სამღვდელოების ტესტირება საჭირო გახდა - მზად ვართ
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ ჩაატარა.

სააღდგომო მსახურების ჩატარებასა და სამღვდელოების კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე მეუფემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამის შესახებ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. 

"ხვალ მივდივარ თბილისში, რამდენიმე მეუფე შევხვდებით პატრიარქს და გადავწყვეტთ რა როგორ. რაც შეეხება სამღვდელოების ტესტირებას, თუ საჭირო გახდება რა თქმა უნდა მზაობას გამოვთქვამთ. წინა ხაზზე რომ ვართ, ვიცით. თუ გვაკურთხებენ, კი ბატონო, ვიცით სისხლის ჯგუფი, რეზუსი და გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა იმუნიტეტში. მე პირადად, პრობლემა არ მაქვს, თუმცა, ველოდებით კურთხევას, რადგან შეიძლება იყოს კითხვები, რამდენად სანდოა, თანამედროვეა ან ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა იყოს ერთობით, მშვიდობით, სიყვარულით. არ უნდა იყოს დაპირისპირება. თუ ღამე არ მოვა მრევლი ტაძარში, დილით მოვა",- თქვა მიტროპოლიტმა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტაძრის ეზოში ჩატარდა, შემდეგ კი ნაკურთხი ბზა მრევლს უფასოდ დაურიგდა. 


Print