ახალი ამბები
COVID19-ით ინფიცირებული სამი პაციენტი რუხის საავადმყოფოში მოათავსეს
რუხის საავადმყოფოში მოთავსებული სამი კოვიდდადებითი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს მმართველმა, ირაკლი გვაზავამ უთხრა. მისივე ცნობით, ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ მოქალაქეებს, მათ შორის, აღნიშნულ პირებს, ექიმები მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ, თუმცა მათ კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმტომები არ ჰქონდათ.

"პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოა, თუმცა უფრო მსუბუქი შეიძლება ითქვას. უტარდებათ გაიდლაინით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა", - თქვა ირაკლი გვაზავამ.

რუხის კლინიკაში ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ცხელების ჩივილებით აქ შეყვანილ მოქალაქეებს, კოვიდ-19 არც ერთს არ დაუდგინდა და მათ, სავარაუდოდ, ბინაზე მალე გაწერენ.

Print