ახალი ამბები
პირველი ივნისიდან ღია ტიპის რესტორნები და მაღაზიები გაიხსნება
პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია და რესტორნები, რომლებსაც ასევე ექნება ღია სივრცე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა.

29 მაისიდან ყველა ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა აღდგება. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება.

Print