ახალი ამბები
აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოკვლეულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, ინფიცირებული 55 წლამდე ქალია, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი მკურნალობისთვის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება გასული 24 საათის განმავლობაში გამოკვლეულ 20 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
Print