ახალი ამბები
რუხში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში კიდევ ოთხი კოვიდადასტურებული პაციენტი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, ორი მათგანი მარტვილის მკვიდრია, ერთი ფოთიდან მეხაძრე-მაშველი, ხოლო ქუთაისის საკარანტინო ზონიდან ერთი პირი შეიყვანეს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და დღის განმავლობაში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოსდან, 5 ხუთზე მეტი პაციენტის მიღებას ელოდებიან.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში ერთდროულად 65 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი.





Print