ახალი ამბები
რუხის კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდში 98 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ტესტირება ჩაუტარდა ცხელების კლინიკების 11 პაციენტს, საზოგადოებრივი ტრანსპორპორტის 62 თანამშრომელს, ეპიდკერაში მყოფ 1 მოქალაქეს და საკარანტინე ზონაში მყოფ 24 პირს. განმეორებითი კვლევის შედეგად რუხის კლინიკის ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის კლასტერს განეკუთვნება, გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება კიდევ ოთხ კოვიდინფიცირებულს, რომელიც საავადმყოფოში სხვა რეგიონებიდან გადაიყვანეს, მათი პასუხი ისევ დადებითია. ყველა სხვა გატესტილი ნიმუშის პასუხი უარყოფითია. 

ზუგდიდის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევა უკვე 2 კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა.
Print