ახალი ამბები
აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა
60 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უთხრა.

​"ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა", - თქვა ეზუგბაიამ.

ქალი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. აფხაზური მედიის ცნობით, ის სოხუმის #1 სკოლის პედაგოგია. აღნიშნულის გამო, სკოლაში 2 კვირიანი კარანტინი გამოცხადდა.
Print