ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებენ, დანარჩენი მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, პირველი ოქტომბრიდან, I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში კორონავირუსი 22 სექტემებრს ორ პირს დაუდგინდა და ამ დროისთვის ინფიცირებულია მათი 18 კონტაქტი. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის სულ საქართველოში 4399 შემთხვევა გამოვლინდა.

Print