ახალი ამბები
აფხაზეთიდან ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გადაიყვანეს
ორსული, რომელიც აფხაზეთიდან გუშინ ქუთაისში გადაიყვანეს, მკურნალობას კლინიკა "ბომონდში" გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოში უთხრეს. ამავე ცნობით, პაციენტი 30 წლამდე ასაკისაა და თავს კარგად გრძნობს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პირი, გარდაიცვალა 4 პაციენტი. 


Print