ახალი ამბები
რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის კლინიკაში 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან 4 ზუგდიდის მკვიდრია, 2 სენაკის მაცხოვრებელია, 1 აჭარის რეგიონიდანაა, ხოლო 2 ოკუპირებული აფხაზეთიდან.

რუხის კლინიკაში ამბობენ, რომ მათთან მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდპაციენტი, აქედან 18-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო 2-ის შედარებით მძიმე.

რაც შეეხება ფოთის კოვიდმიმღებ ცენტრს, აქ 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ინფორმაციისთვის, სულ რეგიონში მცხოვრები ინფიცირებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 109 ადამიანი იმყოფება.

Print