ახალი ამბები
ფოთში სკოლის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ექიმი თვითიზოლაციაში იყო, თუმცა, მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ორშაბათიდან სკოლა ერთი კვირით დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ კონტაქტების მოძიება. სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი გადავა თვითიზოლაციაში, ორშაბათიდან კი სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება", - ამბობენ ეპიდემიოლოგები.

სკოლის ექიმის გარდა, ფოთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდგინდა. ყველა მათგანი ადრე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.
Print