ახალი ამბები
წალენჯიხის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
წალენჯიხის მერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ იცის საკუთარი დაინფიცირების წყარო. 

"სამწუხაროდ წუხელ კოვიდ19-ზე აღებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ჩემი საეჭვო დაინფიცირების წყაროს ინფექციის დადასტურების მომენტიდან ვიმყოფებოდი თვითიზოლაციაში. იმედია მალე დაგიბრუნდებით", - წერს ფარცვანია. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის თავს კარგად გრძნობს.
Print